ტრენინგ კურსები

ჩემი ყველა ტრენინგი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვქმნი და ვატარებ კურსებს, რომლებიც პროფესიონალებს ეხმარება გლობალურად აღიარებული სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

კურსები

სიახლე - Certificate in Product Ownership Analysis (IIBA®-CPOA)

პროდუქტის მფლობელობის ანალიზის სერტიფიკატი (IIBA®-CPOA) აღიარებს ბიზნეს ანალიზისა და პროდუქტის მფლობელობის ინტეგრაციას Agile აზროვნებასთან, ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

ეს სერტიფიკატი ადასტურებს კომპეტენციებს შემდეგ შვიდ ცოდნის სფეროში: ფუნდამენტური კონცეფციების გამოყენება, მომხმარებელთან სიახლოვის განვითარება, მთელი გუნდის ჩართვა, გავლენის მოხდენა, ხშირი მიწოდება, სწრაფი სწავლა და ღირებულებაზე განსაკუთრებული ფოკუსირება.

 ➺ 10 ლექცია    ⏲︎ 20 საათი

 
 

Entry Certificate in Business Analysis (IIBA®-ECBA)

ECBA აღიარებულია მთელ მსოფლიოში და ადასტურებს თქვენს საბაზისო ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციას ბიზნეს ანალიზის სფეროში.

 ➺ 12 ლექცია    ⏲︎ 24 საათი

 
 

Certified Business Analysis Professional (IIBA®-CBAP)

CBAP არის წამყვანი სერტიფიკატი ბიზნეს ანალიზის სფეროში, რომელიც წარმოაჩენს გამოცდილი პროფესიონალების მაღალ ექსპერტიზასა და ლიდერულ შესაძლებლობებს. 

 ➺ 15 ლექცია ⏲︎ 30 საათი 

 

 

Agile Analysis Certification (IIBA®-AAC)

AAC სერტიფიკაცია გეხმარებათ უფრო ძლიერი უნარებისა და ღრმა ექსპერტიზის განვითარებაში, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენოთ Agile აზროვნების მიდგომა ბიზნეს ანალიზის ჩარჩოს ფარგლებში.

 ➺ 10 ლექცია    ⏲︎ 20 საათი

IT ბიზნეს ანალიზის საფუძვლები

კურსი განკუთვნილია დამწყები ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის. ტრეინინგი მოიცავს  ბიზნეს ანალიზის საფუძვლებს, ძირითად კონცეფციებსა და მეთოდებს, მათ შორის მთავარ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს. სტუდენტი ყოველი ლექციის შემდეგ მუშაობს/ვარჯიშობს პრაქტიკულ პროექტზე.

➺ 12 ლექცია ⏲︎ 24 საათი

The Professional Scrum Product Owner™ I (PSPO I)

PSPO I სერტიფიკაცია ადასტურებს თქვენს ცოდნას Scrum ჩარჩოს შესახებ და თქვენს უნარს, ხელი შეუწყოთ ორგანიზაციაში დამატებითი ღირებულების შექმნასა და მის ეფექტიან მიწოდებას.

 ➺ 5 ლექცია    ⏲︎ 10 საათი 

The Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II)

PSPO II სერტიფიკაცია ადასტურებს თქვენს სიღრმისეულ ცოდნას Professional Scrum Product Ownership-ის მოწინავე პრაქტიკების შესახებ, Scrum ჩარჩოს საფუძვლიან ცოდნასა და ღირებულების მქონე პროდუქტების მიწოდების უნარს.

➺ 6 ლექცია ⏲︎ 12 საათი

IQBBA Certification in Business Analysis

QBBA გთავაზობთ შემდეგი მიმართულებების ფარგლებში უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებას:
 • საწარმოს ანალიზი
 • ბიზნეს ანალიზი
 • პროცესების გაუმჯობესება
• ინოვაცია, დიზაინი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა

 ➺ 10 ლექცია    ⏲︎ 20 საათი

The ITIL 4 IT Service Management

IT Service Management სერტიფიკაცია ადასტურებს თანამედროვე ITSM პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნას, რომლებიც IT სერვისების მეშვეობით ღირებულების შექმნასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

აირჩიეთ კურსი, რომელიც თქვენს სასწავლო მიზნებს ყველაზე მეტად შეესაბამება

10+
სამუშაო გამოცდილება
100%
კმაყოფილი სტუდენტები
99%
სტუდენტების წარმატების მაჩვენებელი საერთაშორისო გამოცდებზე