Skip to content

რთულ ბიზნეს ამოცანებს მკაფიო, მარტივ და ეფექტიან გადაწყვეტებად ვაქცევ.

 

ტრენინგები, პრაქტიკული ვორქშოფები და საერთაშორისო სერტიფიკაციისთვის მოსამზადებელი კურსები
  • კორპორატიული ტრენინგები Product Ownership /Project Management / Business Analysis მიმართულებით
    (პრაქტიკული, კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული)

    სერტიფიკაციისთვის მომზადება და მენტორინგი:

    • IIBA სერტიფიკატები (მაგ.: ECBA / AAC / CBAP) - ბიზნეს ანალიზის კომპეტენციისა და პროფესიული სანდოობის გასაძლიერებლად.
       • პროდუქტის მფლობელის სერტიფიკატები
      (მაგ.: Scrum.org-ის Product Ownership) - Product Owner-ის პრაქტიკების გასამყარებლად.
       • IQBBA სერტიფიკატები
      (CFLBA - ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის).
       • ITIL® 4 - IT Service Management - ITSM-ის თანამედროვე პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკების დასადასტურებლად.

ბიზნეს ანალიზის შესრულება
  • აღმოჩენის ეტაპი და პრობლემის ჩარჩოს განსაზღვრა (Discovery & Problem Framing): ბიზნეს მიზნების, სუსტი წერტილების (pain points), შეზღუდვებისა და მოსაწოდებელი ღირებულების მკაფიო განსაზღვრა.

  • მოთხოვნების მართვა (Requirements Management):
    მოთხოვნების შეგროვება (elicitation) ვორქშოფების მეშვეობით; user stories / use cases-ის ჩამოყალიბება; ჩაბარების კრიტერიუმების (acceptance criteria) განსაზღვრა; მიკვლევადობის (traceability) უზრუნველყოფა და scope-ის კონტროლი.

  • ბიზნესსა და ტექნოლოგიას შორის „ხიდის“ როლი: გადაწყვეტების რეალურ ტექნიკურ შესაძლებლობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ბიზნეს საჭიროებებზე სწორი მორგება (ზედმეტი სამუშაოსა და გაუგებრობების შემცირება).

  • შესრულებადობის ანალიზი და გადაწყვეტის ვარიანტები (Feasibility & Solution Options):
    ალტერნატიული გადაწყვეტების შედარება, გავლენების (impacts) აღწერა და build-vs-buy გადაწყვეტილებების მხარდაჭერა

  • პროცესებისა და სამუშაო ნაკადების ანალიზი: „As-Is / To-Be“ პროცესების აღწერა, სუსტი ადგილების (bottlenecks) იდენტიფიცირება და სტრუქტურირებული პროცესების გაუმჯობესებით ხარჯებისა და დანაკარგების შემცირება.

ბიზნეს ანალიზის პრაქტიკის დანერგვა
  • ბიზნეს ანალიზის ჩარჩოს ჩამოყალიბება (BA Framework):
    ორგანიზაციაში აღმოჩენის ეტაპის (Discovery), დაგეგმვის, მოთხოვნების შეგროვების, მათი პრიორიტეტიზაციის, ვალიდაციისა და ცვლილებების კონტროლის (change control) პროცესების განსაზღვრა.
  • მოთხოვნებისა და შაბლონების სტანდარტიზაცია: თავიდან გამოყენებადი მოთხოვნების ფორმატები, user story-ის ხარისხის შემოწმების სია (Checklist), Definition of Ready / Definition of Done და ჩაბარების (acceptance) სტანდარტები
  • ინსტრუმენტები და ცერემონიალები (Tooling & Rituals): backlog-ის ჰიგიენის რუტინები, refinement-ის პროცესი, სტეიქჰოლდერებთან რეგულარული განხილვის (review)  და შესაბამისი ცერემონიების იმპლემენტაცია.
  • შიდა ბიზნეს ანალიტიკოსების ქოუჩინგი (Junior / Middle): გუნდებს შორის სიმწიფის (maturity) დონის ამაღლება და ერთიანი სტანდარტებისა და პრაქტიკების დამკვიდრება.
პროექტის მართვის მხარდაჭერა
  • პროექტის დაწყება და დაგეგმვა: პროექტის მოცულობის (scope), მიზნების, საკვანძო ეტაპების (milestones), დროის გეგმის (timeline), ბიუჯეტის (საჭიროების შემთხვევაში), როლებისა და მიწოდების მიდგომის განსაზღვრა.

  • პროექტის შესრულება და კოორდინაცია: ყოველდღიური  საქმიანობის მართვა, გუნდებს შორის კოორდინაცია და ფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა სამუშაოს უწყვეტად მიმდინარეობისთვის.

  • სტატუსის ანგარიშგება და მმართველობა: პროექტის სტატუსის მკაფიო ანგარიშგება, გადაწყვეტილებების ჟურნალი (decision log) და სტეიკჰოლდერებთან რეგულარული კომუნიკაცია.

  • რისკების, პრობლემებისა და ცვლილებების მართვა: რისკების ადრეული იდენტიფიცირება, დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოვლენა და აღმოფხვრა, ასევე,  დამოკიდებულებების მართვა გუნდებსა და მომწოდებლებს შორის.

  • პროექტის მოცულობისა და ცვლილებების კონტროლი: ცვლილებების მოთხოვნების (change requests) დამუშავება და პროექტის მოცულობის უკონტროლო ზრდის (scope creep) მართვა დროის გეგმისა და პრიორიტეტების დაცვის მიზნით.

  • პროექტის აღდგენა (Project Recovery): პრობლემური პროექტების სტაბილიზაცია, ხელახალი დაგეგმვა, სტეიქჰოლდერებთან ხელახალი შეთანხმება (re-alignment) და მიწოდების განსაზღვრულ ჩარჩოში დაბრუნება.

პროდუქტის მფლობელის მხარდაჭერა
  • პროდუქტის ხედვა → საგზაო რუკა → ამოცანების სია (Product Vision → Roadmap → Backlog): ბიზნეს მიზნების (business goals) გარდაქმნა მკაფიო და გასაგებ ამოცანებად საგზაო რუკასა (roadmap) და ამოცანების სიაში (backlog).
  • ამოცანების სიის ფლობა და პრიორიტეტიზაცია (Backlog Ownership & Prioritization):
    ამოცანების პრიორიტეტიზაცია და მისი მუდმივი მართვა ღირებულების (value), რისკების (risk), საჭირო ძალისხმევის (effort) და დამოკიდებულებების (dependencies) გათვალისწინებით, რათა გუნდი ყოველთვის მუშაობდეს მაღალი ზემოქმედების მქონე ამოცანებზე (highest-impact items).

  • ამოცანების ხარისხი და ჩაბარების კრიტერიუმები (Story Quality & Acceptance Criteria): user story-ების შექმნა და დახვეწა, ჩაბარების კრიტერიუმების (acceptance criteria) განსაზღვრა და მზადყოფნისა და დასრულების განმარტებების (Definition of Ready / Definition of Done) ჩამოყალიბება ხელახალი მუშაობის (re-work) შესამცირებლად.

  • სტეიკჰოლდერებთან შეთანხმება (Stakeholder Alignment): ვორქშოფებისა და შეთანხმების სესიების (alignment sessions) ჩატარება, მოლოდინების (expectations) მართვა და კომპრომისების (trade-offs) გამჭვირვალედ წარმოჩენა.

  • პროდუქტის აღმოჩენის ეტაპის მხარდაჭერა (Product Discovery Support): პრობლემებისა და გადაწყვეტების ვალიდაცია (problem/solution validation), უკუკავშირის (feedback) შეგროვება და მიღებული დასკვნების (insights) გარდაქმნა ქმედით ამოცანებად ამოცანების სიაში (actionable backlog items).

  • რელიზებსა და შედეგებზე ფოკუსი (Release & Outcome Focus): მიწოდების პროცესის (delivery) მონიტორინგი ბიზნეს შედეგებთან (business outcomes) მიმართებით და მიღებულ შედეგებზე (results) დაყრდნობით იმ გადაწყვეტების გაუმჯობესება, რომლებიც იქმნება (what is being built).

Woman working on a MacBook

დადასტურებული შედეგები ბიზნესებისთვის

45%
დროის დაზოგვა
30%
ხარჯების შემცირება
30%
განმეორებითი სამუშაოს შემცირება

გსურთ თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?